კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

© Sputnik / Denis Aslanovრთველი 2018
რთველი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. კახეთში 18 სექტემბრის მონაცემებით, 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

 „დღეღამის განმავლობაში  საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთვლის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია“, - განაცხადა რთვლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა  ანდრო ასლანიშვილმა.

რთველი კახეთში: როგორ კრეფენ ყურძენს აღმოსავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
რთველი კახეთში: როგორ კრეფენ ყურძენს აღმოსავლეთ საქართველოში

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

„ამ პერიოდში ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - თითოეულში 27 ათასი ტონა, შემდეგ მოდის თელავი - 18,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 8,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 3,8 ათასი ტონა, ახმეტა - 3 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯო - 955 ტონა.

მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 52 ათასი ტონა საფერავია, 29 ათასი ტონა - რქაწითელია, 1,5 ათასი ტონა -კახური მწვანე და დანარჩენი - სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0