ბერა ივანიშვილმა ცოლი შეირთო

© photo: Bera / FBბერა ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერას რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ცოლი შეირთო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბერამ სასიამოვნო ახალი ამბის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით „და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი“. 

ბერა ივანიშვილის რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გაზაფხულზე დაინიშნა.

ბერა ივანიშვილი 24 წლის მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. 2010 წელს მან დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream და დაიწყო თავის პირველ ალბომზე მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0