ეთერ მეტრეველის ნახატების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს

© photo: Sputnik"ქარვასლა"
ქარვასლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქარვასლაში" მხატვრის 15 ტილო გამოიფინება.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა") სამშაბათს ქართველი მხატვრის ეთერ მეტრეველის ნახატების გამოფენა „ორმხრივი ფუსტრაცია" გაიხსნება.

ექსპოზიციაზე მხატვრის 15 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

„გამოფენის მხატვრული კონცეფცია სახელოვნებო ტენდენციის საპასუხოდ განვითარებული აზრის ასახვაა – პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის აღმოცენებული სახელოვნებო მიმდინარეობა "ახალი ობიექტურობა" მკაცრ რეალიზმს და მაქსიმალურ სიზუსტეს მიმართავს სინამდვილის გადმოსაცემად. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სწორედ რომ სინამდვილისა და მისი გარდაქმნების მტკივნეულ თემებს ეხება", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

სამყაროში ხუთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
ალტერნატიული სამყარო: თბილისში ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა გაიმართება

ეთერ მეტრეველი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. საფრანგეთში ეთერმა ვალენსიენის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ყოველწლიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის გამოფენებში, რამაც გავლენა იქონია მისი მხატვრული მანერის ჩამოყალიბებაში.

ექსპოზიცია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მუზეუმის მისამართია „ქარვასლა", სიონის ქუჩა №8.

„ახალი ობიექტურობა" გერმანიაში 1920-იანი წლების მეორე ნახევრის მხატვრული მიმდინარეობაა, რომელმაც მოიცვა ფერწერა, ლიტერატურა, არქიტექტურა, ფოტოგრაფია, კინო და მუსიკა.

„ახალი ობიექტურობა" სინამდვილის გადმოსაცემად მკაცრ რეალიზმს და მაქსიმალურ სიზუსტეს მიმართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0