მახუნცეთის ჩანჩქერი მაღალმთლიანი აჭარის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საოცარი ადგილის სურათები, რომელიც ბათუმიდან 30 კილომეტრში მდებარეობს
მახუნცეთი აჭარის ერთ-ერთ უმაღლეს ჩანჩქერად მიიჩნევა. წყლის ვარდნის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია.

კამკამა წყალი დაახლოებით ოცდაათი მეტრის სიმაღლიდან მოედინება ბუნების წიაღში - ასე გამოიყურება მახუნცეთის ჩანჩქერი, რომელიც რეგიონის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაა

მთის სუფთა წყალი გაზაფხულზე უწყვეტად მოედინება და მდინარეს უერთდება. ზაფხულში მზის შუქზე კი ჩანჩქერი სხვადასხვა ფერებს ირეკლავს

ჩანჩქერთან ყოველთვის ბევრი ხალხია - ეს ადგილი ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია, მასთან მისვლა კი ძალიან მარტივი. ჩანჩქერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდეინმე ასეულ მეტრშია

ტურისტულ სეზონზე ჩანჩქერთან ხალხის ნაკადი არ წყდება

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სხვადასხვა ტურისტულ ცნობარებში წყლის ვარდნის სიმაღლე ზოგგან 40 მეტრია, ზოგგანაც 20-30

ცხელ ამინდში მრავალი ადამიანი მიდის ჩანჩქერზე საცურაო კოსტიუმებით

ჩანჩქერში ბანაობა აკრძალული არ არის

არსებობს ლეგენდაც, რომ ისინი, ვინც მახუნცეთის ჩანჩქერში იბანავებენ, კვლავ გაახალგაზრდავდებიან სულითა და სხეულით

ყველაზე გაბედულები კი სალი კლდეების ციცაბო ბილიკებით წყლის ნაკადამდე მისვლასაც ახერხებენ

ჩანჩქერიდან ათიოდე მეტრში განთავსებულია საზაფხულო კაფე მათთვის, წახემსება ან დასვენება მოუნდება

ამ საზაფხულო კაფეში ტურისტული ზონებისათვის მახასიათებელი ქართული კერძები მზადდება

აქვე იყიდება სხვადასხვა სუვენირები, განსაკუთრებით ბევრია სპილოების სხვადასხვა ზომის ფიგურები, ასევე თაფლი და ქართული ნუგბარი