„თიბისი" ბანკის ფილიალში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„თიბისი" ბანკის ოფისი
„თიბისი ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერატორებმა და ბანკის მომხმარებლებმა შენობიდან გარეთ გამოსვლა მოასწრეს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, „თიბისი" ბანკის ორთაჭალის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო, რამაც ხანძარი გააჩინა, იტყობინება ტელეკომპანია Imedi.

თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა ინტერესებს დაიცავს

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ოპერატორებმა და ბანკის მომხმარებლებმა შენობიდან გარეთ გამოსვლა მოასწრეს.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე (ხულიგნობა) და 187-ე ( სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0