რუსეთში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ დგას მხეცური მკვლელობის უკან - ამის გარკვევა გამოძიებას მოუწევს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ლენინგრადის ოლქში ავტორიტეტიანი მეწარმე ბადრი შენგელია მოკლეს, იუწყება რუსული მასმედია.

ინციდენტი ორშაბათს, დღისით ვსევოლოჟის რაიონში მოხდა.

ტელეარხ НТВ-ს ინფორმაციით, 53 წლის ბიზნესმენის ავტომობილს სულ მცირე ექვსჯერ ესროლეს. შედეგად ავტომობილი თხრილში გადავარდა.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
თბილისში დოლიძის ქუჩაზე ბიზნესმენი ჩაცხრილეს

როგორც 47news-ი იუწყება, შენგელია ცნობილი გახდა, როგორც ადამიანი, რომლის წყალობით 2007 წელს "პეტერბურგის ღამის გუბერნატორი", ტამბოვის დაჯგუფების ცნობილი ლიდერი ვლადიმირ ბარსუკოვ-კუმარინი დააკავეს.

ამას გარდა, შენგელია მოწმე იყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო კომიტეტის პოლკოვნიკის, მიხაილ მაქსიმენკოს საქმეზე. ბადრი შენგელიამ ჩვენება მისცა მაღალჩინოსანზე, ისაუბრა პოლკოვნიკთან მრავალწლიან ფინანსურ კავშირებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0