სასულიერო პირებმა და მრევლმა კანაფთან დაკავშირებული პოლიტიკა მსვლელობით გააპროტესტეს

© Sputnik / Denis Aslanovსამღვდელოების საპროტესტო აქცია საკრებულოსთან
სამღვდელოების საპროტესტო აქცია საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მარიხუანის გასაღება კვლავინდებურად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად რჩება

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად საკრებულომდე მსვლელობა მოაწყვეს, ხელისუფლების ინიციატივა  კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით ამ ფორმით გააპროტესტეს და პარაკლისი გადაიხადეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოებას გეგმავს. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
ეკლესიამ საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი დაბლოკა

სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობას წინ უძღოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის  ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი შესაძლოა კერძო სექტორის ხელში აღმოჩნდეს, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. ილია მეორის განცხადებით, არ შეიძლება ეკონომიკური წინსვლა ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდეს.

სასულიერო პირებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვთ. ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან და  კანონპროექტის განხილვის გადადებას მოითხოვენ.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, მან ახსენა, რომ ეს კანონი გადაიდო საერთოდ, განხილვები დაიწყება მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებით.  ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში რეგულაციები. უნდა განვიხილოთ, რაში როგორ ვეთანხმებით ერთმანეთს… ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა“, — განაცხადა აქციის მონაწილე მამა შალვა კეკელიამ.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
კანაფი საქართველოში - მოყვანა, გადამუშავება და იმპორტი რეალობა ხდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პატრიარქის სურვილის შემთხვევაში, კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციები აუცილებლად იქნება. 

მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვას აპირებს. უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოები შეიქმნება.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური