თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი-კონცერტი 90'sFestival (90-იანების ფესტივალი), რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებს ეძღვნება, თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.
პირქუში The Tiger Lillies თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება >>
ღონისძიება Alibi Arena-ს სივრცეში გაიმართება. სცენაზე წარდგებიან აჩიკო მეფარიძე, ლელა წურწუმია, თემურ თათარაშვილი, ლექს-სენი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, DJ SET და ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“.
ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება ყველაზე თბილი და ნოსტალგიური ფესტივალი, მაშინდელი ეპოქის უამრავი დეკორაციითა და მონატრებული არტისტებით.
„ALIBI ARENA — 21 000 კვ მეტრის ფართობის საფესტივალო სივრცე, ყველანაირი ინფრასტრუქტურით საშუალებას მოგვცემს მოვაწყოთ უამრავი გასართობი აქტივობა: შევწვათ მწვადები, გამოვხადოთ არაყი, დავანთოთ ცეცხლი, დავლიოთ რამდენსაც შევძლებთ და მოვუსმინოთ ბავშვობის ჰიტებს“, — ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
აღნიშნულია, რომ სასურველია სტუმრები 90-იანების სტილის სამოსით გამოცხადდნენ.
ფესტივალი 18:00 საათზე იხსნება, კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ადგილზე ან ონლაინ.