კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 75 ათას ლარზე მეტი სიგარეტი

გამოწერა
დამნაშავეებს სიგარეტები მოწყობილი სამალავების მეშვეობით გადაჰქონდათ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კონტრაბანდის ორ ფაქტზე ორი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული ავტობუსში მოწყობილი სამალავებით 27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 189 პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

მეორე შემთხვევაში, ბრალდებულს ავტომობილით სარეალიზაციოდ გამზადებული 2 ათასამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო ღირებულება 75 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა") მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0