უბედური შემთხვევა გარდაბანში: სამი წლის გოგონა მეორე სართულიდან გადავარდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. გარდაბნის რაიონში საცხოვრებელი სახლიდან სამი წლის გოგონა გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს სოფელ მთისძირში მოხდა. მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბავშვი აივნიდან თავისით გადავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0