თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტებმა ჯაბა პაპინაშვილმა (-60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩემპიონატი ამ დღეებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარეობს.
კონტინენტის პირველობის მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს წარმოდგენენ ძიუდოისტები: ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე -81), ლაშა ბექაური (-90). 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გუნდი წარმოდგენილი არ არის.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც 43 ქვეყნის 415 სპორტსმენი მონაწილეობს, 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.