ქართული დრამა „დედე" ნიუ-იორკის კინოგაქირავებაში ჩაეშვება

© photo: Dede / FBკადრი ფილმიდან „დედე"
კადრი ფილმიდან „დედე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი კინომანები გახმაურებული ფილმის ნახვას შეძლებენ ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართული ფილმი „დედე" სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ განაგრძობს აშშ-ის დაპყრობას - ჩიკაგოში ჩვენების შემდეგ სვანურ დრამას ნიუ-იორკში აჩვენებენ, აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საპრემიერო ჩვენებები გაიმართება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ იტაკას კინოთეატრში Cornell Cinema. მარიამ ხაჭვანის ფილმი-დებიუტი გავა ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.

ფილმ დედეს“ გადაღებები - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „დედე“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

„დედე" ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა. მფილმში თავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია.

მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. პოლონეთის XV საერთაშორისო ფესტივალ Tofifest Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა პრიზი „ვერცხლის ანგელოზი", საფრანგეთში მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალ Cinemed-ზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა, შემდეგ სურათმა გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA).

 

ყველა ახალი ამბავი
0