ქართველი დიზაინერი მიიწვია მოდის სახლმა Louis Vuitton

© Sputnik / Denis Aslanovმარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარკუს მეტრეველმა „Sputnik–საქართველოსთან“ Louis Vuitton–თან შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton ქართველი დიზაინერი და მომღერალი მარკუს მეტრეველი გასაუბრებაზე მიიწვია. ამის შესახებ მეტრეველმა „Sputnik–საქართველოსთან“ ისაუბრა.

მეტრეველი ამ ზაფხულს პარიზში ისვენებდა. სანამ საფრანგეთში გაფრინდებოდა, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ნახა მოდის სახლების Fendi და Louis Vuitton განცხადება დიზაინერის ასისტენტისა და უმცროსი დიზაინერის ვაკანსიების შესახებ.

„პარიზში რომ ჩავედი, პირველი, რაც გავაკეთე, Louis Vuitton-ის მუზეუმში წავედი. ამ მუზეუმში დაგეგმილი მქონდა ფოტოსესია და პატარა ჩვენება, რომელიც ქართველმა მოდელებმა ჩაატარეს. მეორე დღეს Louis Vuitton-ის ცენტრალურ ოფისში გადავწყვიტე წასვლა, სადაც დიზაინერების კასტინგი მიმდინარეობდა. ძალიან კარგად მიმიღეს, წარვადგინე ჩემი თავი, საიდან ვიყავი და რას ვსაქმიანობ, ვაჩვენე ჩემი ათი ესკიზი, რომლებიც ძალიან მოეწონათ“, – აღნიშნა მეტრეველმა.

© FB / Marcus Metreveliმარკუს მეტრეველი
ქართველი დიზაინერი მიიწვია მოდის სახლმა Louis Vuitton - Sputnik საქართველო
მარკუს მეტრეველი

Louis Vuitton-ის წარმომადგენლებმა მეტრეველს ესკიზების დატოვება სთხოვეს და ათ დღეში დაკავშირებას დაჰპირდნენ. მარკუსმა აღიარა, რომ როცა ეს სიტყვები მოისმინა, ყველანაირი იმედი დაკარგა და გაიფიქრა, რომ სულ ტყუილად მივიდა იქ.

მარკუს მეტრეველი - Sputnik საქართველო
ჯეკი ჩანის პროდიუსერმა ქართველი მომღერალი კინოში მიიწვია

„იცით, ფრანგები საკმაოდ პირდაპირი ხალხია, პირდაპირ გეუბნებიან „კის“ ან „არას“. მათ დეტალურად აინტერესებდათ, რომელ ტენდენციებს მივყვები, რომელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას და ა.შ. საჭირო იყო მოდის სახლის დირექტორთან შეხვედრა, რომელიც იმ მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა. მე სამ დღეში მოვდიოდი, მაგრამ ისინი დამპირდნენ, რომ დამიკავშირდებოდნენ“, – აღნიშნა მეტრეველმა.

შემდეგ კი, დიზაინერის თქმით, საოცრება მოხდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული, როცა Louis Vuitton-დან დაუკავშირდებოდნენ.

„და, აი, ამ დღეებში, საუზმობისას მივიღე sms-შეტყობინება: Bonjour Mr. Marcus Metreveli… ვიფიქრე, მეგობრები მეხუმრებოდნენ, მათ იცოდნენ, რომ კასტინგზე წავედი. მაგრამ როდესაც რაღაც დროის შემდეგ ოფიციალური მიწვევა მივიღე კონკრეტული მისამართით, დავრწმუნდი, რომ ეს სერიოზული იყო“, – აღნიშნა მეტრეველმა.

© FB / Marcus Metreveliმარკუს მეტრეველი
ქართველი დიზაინერი მიიწვია მოდის სახლმა Louis Vuitton - Sputnik საქართველო
მარკუს მეტრეველი

გასაუბრება 20 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამისთვის ქართველი დიზაინერი და მომღერალი გულმოდგინედ ემზადება. ამბობს, რომ თავისი კოლექციებისა და ჩვენებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაგზავნა.

მარკუს მეტრეველმა კარიერა 15 წლის წინ საქართველოში დაიწყო. გარკვეული პერიოდი საბერძნეთში ცხოვრობდა, სადაც მუსიკალური და დიზაინერის უნარები განავითარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაწერა ახალი სიმღერები, ცოტა ხნის წინ გამოუშვა საკუთარი მარკის სამოსის პირველი კოლექცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0