თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე 18 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხუთმა ბრალდებულმა ცრუ მოწმეების დახმარებით საგარეჯოს რაიონში თაღლითურად შეიძინეს 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწის ნაკვეთები. დანაშაულის შედეგად სახელმწიფო 78 ათასი ლარით დაზარალდა.
ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე 13 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს ნამდვილად ფლობდნენ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე და 25-180-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილებით („დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობაში დახმარება"), რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.