ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

© Sputnik / Seyran Baroyanსასწრაფო დახმარება ბათუმში
სასწრაფო დახმარება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე 36 წლამდე  მამაკაცი ხარაჩოდან გადმოვარდა და დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარაში შენობა ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაზა მიქელაძის განცხადებით,  პაციენტს აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობა და მუცლის ღრუს დაზიანება. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 

მამაკაცი  სრულ გამოჯანმრთელებამდე მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს. მკურნალობის ხარჯებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფარავს. 

შემთხვევა ბათუმში რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. 2017 წელს კი სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 41, დაზიანებები 66–მა ადამიანმა მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0