კიკაბიძე: ყველა კონტინენტი მოვიარე და თბილისის მსგავსი ქალაქი არ მინახავს
„მე ვეღარ ვცნობ თბილისს. აღარ არის ის თბილისი. ძველად ხალხი, რომ გამოდიოდა ქუჩაში, კისერი ტკიოდათ მისალმებისგან. ყველა ყველას იცნობდა, პატივს სცემდა. ადრე ეზოებს არ ჰქონდათ ინგლისური საკეტები, რომელსაც ყველა ვერ გააღებს, არ ჰქონდათ გისოსები ფანჯრებზე. ყველას ყველაფერი ღია ჰქონდა. ყველა კონტინენტი მოვიარე და თბილისის მსგავსი ქალაქი არსად არ მინახავს. უცნაური სილამაზე ჰქონდა, ახლა არაფერი აღარ არის“,- ამბობს კიკაბიძე.
მომღერლის განცხადებით, ახლა თბილისში სახლობანას თამაშობენ, რადგან ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე აშენებენ სხვადასხვა შენობებს, ნაგებობებს, კორპუსებს, რომელიც ქალაქს ამახინჯებს.