ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ახალშობილი გოგონა იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0