თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძე (მეტსახელად „კალატოზა") სოჭში მძიმედ დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კალატოზა" შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა მას რამდენჯერმე ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
წინასწარი ინფორმაციით, „კალატოზას" "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან ესროლეს. ამ დროისთვის იგი ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ქარსელაძე სოჭში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია.