მერია თბილისში 20 000-მდე გამხმარ ხეს მოჭრის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის პარკი
თბილისის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამწვანების სრული ინვენტარიზაცია ჩატარდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, მერია შემდეგი წლის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში გაითვალისწინებს როგორც მოჭრის, ასევე მათი ჩანაცვლების სამუშაოებისთვის საჭირო თანხებს.

რემონტი გზებზე თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

„არ გვინდა მოვჭრათ და გარკვეული ტერიტორიები ღია სივრცედ დარჩეს, გვინდა, რომ მოჭრის შემდეგ მოხდეს ახლო პერიოდშივე მათი ჩანაცვლება“, – თქვა გიგაშვილმა. 

გამხმარი ფიჭვის ხეების ნაწილი კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.  

გიგაშვილის თქმით, ასევე უნდა ჩატარდეს ურბანულ სივრცეში არსებული გამწვანების სრული ინვენტარიზაცია, რაც თბილისში 1986 წლის მერე არ ჩატარებულა. 

„გვაქვს უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკება – მონაწილეობა მიიღონ ამ ინვენტარიზაციის პროცესში. ეს ინვენტარიზაციაც 2019 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0