„არაფერს ვნანობ“ - კაშია ევროპული ფეხბურთიდან ამერიკულში გადადის

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია
საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ ნანობს, რომ ევროპა დატოვა

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების და MLS-ის კლუბ „სან-ხოსე ერტქვეიქსის“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ოკეანეს გაღმა თავის გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის განვითარების შანსები შეაფასა.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ამხანაგურ მატჩში გამარჯვება 5:0 არაფერს ნიშნავს, დარწმუნებულია ვლადიმირ ვაისი

Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორ გრძნობს თავს MLS-ში და ხომ არ ნანობს, რომ ევროპა დატოვა, კაშიამ უპასუხა:

„არა, არანაირი სინანული არ არის. ეს შესანიშნავი ჩემპიონატია, ეს ძალიან წესიერი ლიგაა. ერთადერთი, ვფიქრობ, როგორც გუნდმა უკეთესად უნდა ვითამაშოთ. თუ ვილაპარაკებთ ზოგადად ცხოვრებაზე აშშ-ში, მე და ჩემი ოჯახი ამ ქვეყანაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ“.

© Sputnik / Alexander Imedashviliუეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველო-ლატვია; გურამ კაშია(ცენტრში გუნდელებთან ერთად
Матч сборных Грузии и Латвии по футболу - Гурам Кашия (в центре) в окружении товарищей по команде - Sputnik საქართველო
უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველო-ლატვია; გურამ კაშია(ცენტრში გუნდელებთან ერთად

ქართველმა მცველმა უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში MLS-ის განვითარების შანსები შეაფასა.

„რა თქმა უნდა, კი. ჩემს მომავალს იქ ვხედავ — როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, ისე კარიერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ“, — განაცხადა გურამ კაშიამ.

კაშია „სან-ხოსე ერთქვეიქსში“ ამ ზაფხულს გადავიდა. მანამდე, რვა წლის განმავლობაში ის ჰოლანდიური „ვიტესის“ სახელით თამაშობდა. ბოლო რამდენიმე წელი კაშია გუნდის კაპიტანი იყო, ამ სეზონზე კი მან კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში რეკორდი დაამყარა. კაშიას ანგარიშზე 293 თამაშია, სადაც მან 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


ყველა ახალი ამბავი
0