ჟანრი ლოლაშვილი: ის დღეები მახსენდება, როცა პლეხანოვზე საოცრება ხდებოდა
„ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დროა, ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ დრო, რომელიც ღმერთმა ამ ქვეყნად საცხოვრებლად გვიბოძა“- აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი.
ჟანრი ლოლაშვილი-მსახიობი, დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. რუსთაველის თეატრში აღსანიშნავი მისი როლები: გრენგოლი ("გუშინდელნი"), მწერალი ("ყვარყვარე"), მერკუციო ("რომეო და ჯულიეტა"), მთხრობელი ("კავკასიური ცარცის წრე"), ავშაროვი ("ქალის ტვირთი"), მასხარა ("ლირი"), ლუარსაბი ("კაცია-ადამიანი?!"). 2000 წელს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!" რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი" მიენიჭა.