საქართველო-ლატვია: ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© photo: Sputnikსტადიონი „დინამო-არენა“
სტადიონი „დინამო-არენა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდში ორი ცვლილებაა – ტრავმირებული ქვილითაიას ნაცვლად ნიკა კაჭარავა ითამაშებს, გიორგი მერებაშვილის ნაცვლად კი სასტარტო შემადგენლობაში თამაშს თორნიკე ოქრიაშვილი დაიწყებს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ცნობილია გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ლატვიის წინააღმდეგ გასამართ დღევანდელ მატჩში, იუწყება პირველი არხი.

ყაზახეთში გამართული მატჩისგან განსხვავებით, დღეს გუნდში ორი ცვლილებაა – ტრავმირებული ქვილითაიას ნაცვლად ნიკა კაჭარავა ითამაშებს, გიორგი მერებაშვილის ნაცვლად კი სასტარტო შემადგენლობაში თამაშს თორნიკე ოქრიაშვილი დაიწყებს.

1. გიორგი ლორია — მეკარე

22. გიორგი ნავალოვსკი — მცველი 

4. გურამ კაშია — მცველი

5. სოლომინ კვერკველია — მცველი

2. ოთარ კაკაბაძე — მცველი

6. ნიკა კვეკვესკირი — ნახევარმცველი

7. ჯაბა კანკავა — ნახევარმცველი

11. გიორგი ჩაკვეტაძე — ნახევარმცველი

8. ვაკო ყაზაიშვილი — ნახევარმცველი

10. თორნიკე ოქრიაშვილი — ნახევარმცველი

13. ნიკა კაჭარავა — თავდამსხმელი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, ხოჭოლავა, შერგელაშვილი, კიტეიშვილი, ტაბიძე, გვილია, აბურჯანია, ჯიღაური, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, მჭედლიძე.


ყველა ახალი ამბავი
0