თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-ლატვიის მატჩის 76-ე წუთზე პირველი და უკანასკნელი გოლი გავიდა — ლატვიელების კარში გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.
რამდენიმე წარუმატებელი შეტევის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ოქრიაშვილმა პენალტი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „კრასნოდარის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა, მუხლის მყესების ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში თამაშებს აცდენდა.
გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ ასევე ვაკო კაზაიშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს.
84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი გამოუშვა.
ამგვარად, უეფას ერთა ლიგაში ჯგუფის ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ექვსი ქულა აქვს და ის კვარტეტის ერთპიროვნული ლიდერია.
დღესვე ჯგუფში ანდორას და ყაზახეთის მატჩი გაიმართება.