სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 21 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკატასტროფის დროს გადარჩა 6 წლის ბიჭი და ორი მამაკაცი.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამგზავრო თვითმფრინავი სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ტბაში ჩავარდა, 21 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости სააგენტო Associated Press-ზე დაყრდნობით.

ქალაქ იროლის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით, 19-ადგილიანი თვითმფრინავი სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბადან გამოფრინდა. ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩა სამი ადამიანი — 6 წლის ბიჭი და ორი მამაკაცი. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია.

სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, ავარიის შედეგად გადარჩა იტალიელი ექიმი, რომელიც რეგიონში მოქმედ ერთ-ერთ არაკომერციულ ორგანიზაციაზე მუშაობდა. ამჟამად ის ქალაქ იროლის საავადმყოფოში იმყოფება, მას ოპერაცია უტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0