თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე აკუმულატორების საწყობი და საამქრო დაიწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.