ავტოავარია ვანში - დაღუპულია დედა და შვიდი თვის ბავშვი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ვანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან დედა და შვიდი თვის ბავშვი.

ტელეკომპანიის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


ყველა ახალი ამბავი
0