ჯემალ ბაღაშვილი: ადრე სერიოზულად ვაპირებდი, რომ კრივს გავყოლოდი
„ჩემი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა „გპი“-ს ჯაზ-ორკესტრიდან იწყება“-ამბობს ჯემალ ბაღაშვილი.
ჯემალ ბაღაშვილი-საქართველოს დამსახურებული არტისტი, მუსიკოსი, ესტრადის რეჟისორი, სცენარისტი, ვირტუოზი გიტარისტი. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი; 1968 წლიდან ანსამბლ „ივერიის" სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ლიბრეტოს ავტორი; მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. 1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის" გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორი.