ირმა სოხაძე: როცა ჩემს ცხოვრებაზე ვლაპარაკობ ყოველთვის ხეზე ვაკაკუნებ“

© photo: courtesy of Teona Gogniashviliირმა სოხაძე
ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირმა სოხაძე თავის ოჯახსა და ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებზე ყვება.
ირმა სოხაძე: როცა ჩემს ცხოვრებაზე ვლაპარაკობ ყოველთვის ხეზე ვაკაკუნებ

„ის ცუდი ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში შემხვდნენ ჩემზე მაინცდამიანც დიდ გავლენას ვერ ახდენდნენ“- ამბობს ირმა სოხაძე სატელევიზიო ინტერვიუში.

ირმა სოხაძე — საქართველოს დამსახურებული არტისტი, ოთხი წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო რვა წლისა-საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ "რეროს" სოლისტი იყო. 1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იყო მრავალი ციკლური გადაცემის ავტორი, რედაქტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი. არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 100-მდე საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსების, სამი საბავშვო მიუზიკლის და ერთი მონოოპერის ავტორი. პიანისტი, ტელე-ჟურნალისტი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0