ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 77 და 65 წლის ქალები დააკავეს

CC0 / geralt / Womenგოგონების ჩრდილი კედელზე
გოგონების ჩრდილი კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები საკუთარ ბინას და სასტუმროს ოთახებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ფოთში 77 და 65 წლის ქალბატონები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

პროსტიტუცია - Sputnik საქართველო
სექსი მასაჟის ნაცვლად: ბათუმში იატაკქვეშა საროსკიპო აღმოაჩინეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა), რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0