თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მდინარე მტკვარმა ცხედარი გამორიყა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.