ხელმოწერები შეგროვდა - სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე რეგისტრაციას ელოდება

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა 73 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ცესკოში წარადგინა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში საჭიროზე სამჯერ მეტი რაოდენობის ხელმოწერა წარადგინა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა 25 923 ხელმოწერის შეგროვება.

„დღეს დასრულდა ხელმოწერების შეგროვების ეტაპი. ჩენ შევიტანეთ 73 ათასზე მეტი ხელმოწერა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებისთვის“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება - ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა

12 სექტემბრიდან ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ეტაპს ქუთაისიდან იწყებს.

„ყველა რეგიონს მოვივლი და საბოლოო მარათონის ფარგლებში შეხვედრებს თბილისშიც გავმართავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. თავის გადაწყვეტილებას პარტია კვირას გამოაცხადებს.

დღეს ცესკომ დაასრულა პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება — სულ შეტანილია 45 განაცხადი.


ყველა ახალი ამბავი
0