სოფელ გლდანში შველი იპოვეს

© photo: Sputnik / G. Nadezhdin / გადასვლა მედიაბანკშიКосуля на водопое
Косуля на водопое - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ შველს კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ შველი იპოვა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, მამაკაცმა შველი გვიან ღამით იპოვა და ამის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს შეატყობინა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სოფელ გლდანში გამოცხადდნენ, სადაც მოქალაქემ ტყის პირას შველი იპოვა", — ნათქვამია განცხადებაში.

შველს ფეხი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც იგი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც დაშავებული ადგილები ანტისეპტიკური ხსნარით დაუმუშავეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შველის რეაბილიტაციის პროცესი თბილისის ზოოპარკში გაგრძელდება. სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ კი ცხოველს კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0