გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Denis Aslanovხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული მოქალაქე გამოიყვანეს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. გლდანის მეორე მიკრორაიონის ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულზე ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო მეცხრე სართულიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვის და ორი ზრდასრული ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დამწვარია 60 კვადრატული მეტრი ფართობი და საოჯახო ნივთები.

შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი.

 

ყველა ახალი ამბავი
0