ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გასართობი იქნება და ცოტა ვიმხიარულებთ მაინც
„რბილად რომ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი არაპროგნოზირებადი ადამიანია. მე მის კომპეტენციასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნებს დავსვამდი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი კანონი არ წაუკითხავს არასოდეს და არც თვლის საჭიროდ“, — ამბობს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაური გახდა, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.