თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გაძარცვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

გამოწერა
ბრალდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2009 წლიდან მუშაობდა

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელს, დავით ღვინიაშვილს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის გაძარცვა ედება ბრალად, იუწყება Новости-Грузия მთავარი პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოში ყველა გამომძიებელი გადამზადებას გაივლის >>

ძარცვა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, ღვინიაშვილი შევარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მოლარის ოთახში, წააქცია ის, აიღო 4600 ლარზე მეტი თანხა და მიიმალა.

ივლისში, როდესაც ღვინიაშვილი აღმაშენებლის გამზირზე სეირნობდა და აღნიშნულ სავალუტო პუნქტს ჩაუარა, მფლობელმა მასში მძარცველი ამოიცნო და პოლიციას შეატყობინა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ვაზიანში სამხედრო მოსამსახურე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ღვინიაშვილი მეორე დღეს უზნაძის ქუჩაზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 178-ე მუხლით (სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

ბრალდებულის უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში უკვე შეჩერებულია.

„ეს ინციდენტი მიუღებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც დიდი პატრიოტიზმით და კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქვეყანას ", — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დავით ღვინიაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2009 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. ის არის ქართველი სამხედრო მოსამსახურის, სოსო ღვინიაშვილის ძმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. ღვინიაშვილმა თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაიწყო დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრთა დასაქმების ინიციატივის ფარგლებში.


ყველა ახალი ამბავი
0