ხიზანიშვილი: ტრაქტორში ჩავყავი ხელი ჯოხის ამოსაღებად და ამ ნაწილმა ჩამითრია

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
გიორგი ხიზანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შშმ პირი გიორგი ხიზანიშვილი იხსენებს, როგორ დაკარგა ორივე ხელი.
ხიზანიშვილი: ტრაქტორში ჩავყავი ხელი ჯოხის ამოსაღებად და ამ ნაწილმა ჩამითრია

„2003 წლის 30 დეკემბერი იყო. მე და ჩემი და სტუმრად ავედით ბიძაჩემთან, სადაც ჩართული იყო ტრაქტორი, რომელიც წყალს ტუმბავდა. მე და ჩემი და პატარები ვიყავით და იქვე ახლოს ვთამაშობდით. რაღაც ნაწილი მოძრაობდა სწრაფად და იქ ჩამივარდა ჯოხი. ჩავყავი ხელი მის ამოსაღებად და ამ ნაწილმა ჩამითრია. მივაშველე მეორე ხელი და მეორე ხელიც დავკარგე. ბიძაჩემმა მაშინვე წამიყვანა საავადმყოფოში. გონება არ დამიკარგავს, ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი“, – იხსენებს ხიზანიშვილი.

ტრავმის შემდეგ გიორგიმ შეძლო ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა სასულიერო სემინარია, გაიარა სტაჟირება. ჰყავს უამრავი მეგობარი, რომელებთან ერთადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, დადის ლაშქრობებში, იზიდავს კულტურული ძეგლების მონახულება. გიორგი მოყვარული ფოტოგრაფია და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ფოტოების გადაღება. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0