სრული ინტერნეტიზაცია: საჯარო სკოლებში მოსწავლეები Wi-Fi-ით ისარგებლებენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიWi-Fi
Wi-Fi - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჯარო სკოლების უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხი  მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს 69 საჯარო სკოლა, რომელთაგან 50 რეგიონებში მდებარეობს, უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

„სასწავლო პროცესში უკაბელო ინტერნეტზე წვდომა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სწორედ გაციფრულება და ინტერნეტიზაცია იქნება ჩვენი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც, რაც შეიძლება, ჩქარი ტემპებით უნდა დავასრულოთ", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

სმარტფონის ბატარეის დატენვა - Sputnik საქართველო
იძულებითი „დეტოქსიკაცია“: საფრანგეთში მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება აეკრძალათ

მამუკა ბახტაძის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ვინაიდან ინტერნეტიზაცია და გაციფრულება, სამთავრობო პროგრამისა და განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილია.

საჯარო სკოლების უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხი  მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0