ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. შიდა ქართლში, ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბოლო მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
ატენის ხეობაში ძლიერი ხანძარია - იწვის ტყე

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლები.

ხეობაში ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.


ყველა ახალი ამბავი
0