ქართველი მოსწავლე მსოფლიოს უჭკვიანესი ბავშვების ოთხეულში მოხვდა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკომპიუტერის და ნოუტბუკის ეკრანები
კომპიუტერის და ნოუტბუკის ეკრანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეათეკლასელს ორმა ამერიკელმა და ერთმა ჩინელმა გაუსწრეს

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. კომაროვის სახელობის №199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ნიკა ბირკაძემ იაპონიაში 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში მეოთხე ადგილი დაიკავა, შესაბამისი შედეგები ოლიმპიადის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ >>

ბირკაძემ 342 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. მას ორმა ამერიკელმა და ერთმა ჩინელმა მოსწავლემ გაუსწრო. სამეულში მოსახვედრად მას მხოლოდ სამი ქულა დააკლდა.

„ეს ყველა შემთხვევაში ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლების ისტორიაში საუკეთესო შედეგია… მან (ბირკაძემ — რედ.) სულ ახლახან დაამთავრა მე-10 კლასი და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელის“, — დაწერა Facebook-ზე ერთ-ერთმა სპეციალისტმა გოჩა მანდარიამ.

საერთაშორისო ოლიმპიადა ინფორმატიკის სფეროში ყოველწლიური შეჯიბრებაა, რომელშიც 85-ზე მეტი ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობენ. ოლიმპიადა 1989 წლიდან ტარდება.

წესების თანახმად, გუნდში არ უნდა იყოს ოთხზე მეტი მონაწილე. ეროვნულ ნაკრებში მოსწავლეები ჩვეულებრივ ეროვნული შეჯიბრებების შედეგების მიხედვით შეირჩევიან. კონკურსი ტარდება იაპონიაში 1-დან 8 სექტემბრამდე. დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0