საქართველომ მედიაფორუმის რუსი მონაწილეების ქვეყანაში შემოსვლაზე უარი განაცხადა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის გლობალური პრობლემების ცენტრის უფროს მეცნიერ–თანამშრომელს, „იტარ ტასის“ სამხედრო მიმომხილველს და რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის „მასმედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში“ სამი მონაწილის ქვეყანაში შემოშვებაზე, რომელიც თბილისში იმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (МГИМО) გლობალური პრობლემების ცენტრის უფროს მეცნიერ–თანამშრომელს ალექსეი ტოკარევს, „იტარ ტასის“ სამხედრო მიმომხილველს ვიქტორ ლიტოვკინს და რუსეთის საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გენადი ბორდიუგოვს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ქართველებსა და რუსებს შორის ღვარძლი არ არსებობს

ორგანიზატორების განცხადებით, მედიაფორუმის მონაწილეები მოსკოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, თუმცა ისინი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მესაზღვრეებმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელეს, მხოლოდ განაცხადეს, რომ მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა ეკრძალებათ. მიუხედავად მომხდარისა, მედიაფორუმი მაინც გაიმართება.

საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი თბილისში პარასკევის ჩათვლით გაიმართება. მედიაფორუმის განხილვის მთავარი თემა იქნება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მასმედიის რეგიონული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებისა და აქტუალური ტრენდების თავისებურებანი, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები და ასევე მედია-საზოგადოებების პოტენციალი კონფლიქტების გადაწყვეტასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და მიმომხილველთათვის.

ფორუმში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მედიაინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები, ჟურნალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ფორუმის ორგანიზატორია რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“.

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ გაზეთ „ჩრდილოეთ ოსეთის“ მთავარი რედაქტორი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი ალან კასაევი და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის პრობლემების წამყვანი სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო.

რუსეთიდან ჩამოსული ფორუმის მონაწილეები გამართავენ მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს თემებზე: „მოლაპარაკე თავები VS ექსპერტები: ვისზე ნადირობს მასმედია?“ და „მასმედია და სამხედრო-პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0