ჩვეულებრივი დაუდევრობა თუ... რატომ დაიწვა ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი

გამოწერა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. იხილეთ ამ ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი კვირას, საღამოს გაჩნდა და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძარს ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა განაცხადა, ხანძრის შედეგად განადგურდა "200 წლის ნაშრომები, კვლევები და სხვადასხვა ინფორმაცია", იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

მუზეუმში 20 მილიონზე მეტი უძვირფასესი ექსპონატი ინახებოდა. ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი 1818 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან VI-მ დააარსა. აქ ინახებოდა უნიკალური აღმოჩენები — მაგალითად, დინოზავრების ძვლები და პრეისტორიული ხანის ქალის ჩონჩხი, რომელიც 12 ათას წელს ითვლიდა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იყო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციები ცხოველების, მინერალების, გაქვავებული ნამარხებისა თუ ინდიელთა ჭურჭლის.

ყველა ახალი ამბავი
0