კახეთში საბავშვო ბაღი დაარბიეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღი დაარბიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ შაშიანში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დღეს დილით სამსახურში მისულ ბაღის თანამშრომლებს ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
საჯარო ბაღებში ჩარიცხვისთვის აცრების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი. თუმცა, წინასწარი დათვალიერებით, დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.

„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს worldvision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დასჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს", – განაცხადა ტელეკომპანიასთან გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0