თბილისელები გაზის ქვითრებს სახლში აღარ მიიღებენ

© Sputnik / Levan Avlabreli„ყაზტრანსგაზ-თბილისი“
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით, მათივე თანხმობით, დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ—თბილისი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს, იუწყება კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე

„მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მსგავსი მომსახურებით ქაღალდის უდიდესი ეკონომიაც მოხდება და ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზქურა - Sputnik საქართველო
ვის უძვირდება გაზი სექტემბრიდან - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს
 

ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ—თბილისის“ ყველა აბონენტს ექნება. ამისათვის საჭიროა აბონენტების წერილობითი თანხმობა. პირველ ეტაპზე ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისარგებლებენ, ვინც ამ მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებლები ქვითარს როგორც სმს-ით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

ამ ეტაპზე ელექტრონული ქვითრებით, მათივე თანხმობით, დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს. 

გადაწყვეტილება ძალაში 3 სექტემბრიდან შედის. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს. 

ყველა ახალი ამბავი
0