გსმენიათ სპორტის ახალი სახეობის Pizza spinning-ის შესახებ, რომელშიც, თურმე, 12-ჯერ ჩატარებულა მსოფლიო ჩემპიონატი?
თუ არა, მაშინ უყურეთ ვიდეოს და ნახეთ, როგორ რთულ აკრობატულ ილეთებს შეიცავს იგი და რაოდენ დახელოვნებული უნდა იყოს კაცი, ეს ტრიუკები რომ გაიმეოროს.
ვიდეოს მთავარი გმირი ტომი ჯემინიანი გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონი Pizza spinning-ში.
საინტერესოა, თბილისურ პიცერიებში თუ გვყვანან ასეთები, ნუ, დაახლოებით ასეთები მაინც.
თუმცა, ვფიქრობთ, შეკითხვა რიტორიკულია და იმთავითვე გულისხმობს უარყოფით პასუხს.