ხანძარი ბრაზილიაში: ცეცხლმა ეროვნული მუზეუმი გაანადგურა

გამოწერა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში გაჩენილმა ხანძარმა 200 წლის მანძილზე დაგროვილი კვლევები გაანადგურა. იხილეთ თვითმხილველის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ბრაზილიის კულტურის მინისტრის თქმით, ცეცხლი მუზეუმში დაუდევრობის გამო გაჩნდა. ხოლო პრეზიდენტმა მიშელ ტამერმა განაცხადა, რომ ხანძარმა პირწმინდად გაანადგურა 200 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და კვლევები. 

ხანძარი მუზეუმში, რომელშიც 20 მლნ ექსპონატი ინახებოდა, კვირა საღამოს დაიწყო და სამი საათი გრძელდებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0