ავტომატი, მჭიდი და ვაზნები - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / FSS RF / გადასვლა მედიაბანკშიკალაშნიკოვის ავტომატი
კალაშნიკოვის ავტომატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 38 წლის ზ.ხ. დაკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0