მოსკოვის ავტოსალონში წარმომადგენლობითი კლასის ავტობომილი Aurus Senat-ის პრეზენტაცია გაიმართა. Sputnik-ის ფოტოლენტაში იხილავთ, თუ როგორ გამოიყურება რუსული ავტოწარმოების ამბიციური პროექტი
წარმომადგენლობითი ავტომობილი Aurus Senat სახელმწიფოს პირველი პირებისთვისაა განკუთვნილი. ლიმუზინი შეიმუშავა საპროექტო ინსტიტუტმა "НАМИ" პროექტის "Кортеж" ფარგლებში. ავტომობილი აღჭურვილია V-სებური რვა ცილინდრიანი 4,4 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 698 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილს აქვს 9 საფეხურიანი ტრანსმისია და სრულ იამძრაობის სისტემა.

პროექტი "Кортеж" არის იმ ავტომობილების ოჯახი, რომლებიც სახელმწიფოს პირველი პირებისათვის შეიქმნა

სიაში შედიან ლიმუზინები, სედანები და მინივენები

გარდა წარმომადგენლობითი ავტომობილებისა, იწარმოება საშუალო სეგმნეტის ყველგანმავალი

Aurus სხვადასხვაფერში იწარმოება

ავტომობილი Aurus გაყიდვაში 2019 წლიდან ჩაეშვება

საორიენტაციო ფასი 10 მილიონი რუბლიდან იწყება

Aurus-ის პირველი იმპორტიორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იქნება

ავტომობილში გამოყენებულია მაღალხარისხიანი ბუნებრივი ტყავი და ძვირფასი ხე

"Кортеж"-ის ოჯახის ავტომობილები უკვე გამოიყენება უსაფრთხოების სამსახურებში

ავტომობილის დასახელება ორი სიტყვის გაერთიანებით შექმნეს - aurum (ოქრო) და Russia