განხეთქილება არ მოხდება - პრეზიდენტობისთვის ათი პარტია ერთად იბრძოლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მომხრეები დააიმედა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, არჩევნების დასრულებამდე ერთიანობის შენარჩუნებას აპირებს, განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს >>

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი 35-მა ადამიანმა გამოხატა, მათგან სამი ცესკომ უკვე დაარეგისტრირა.

რეჟისორი გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტობისთვის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იბრძოლებს

დღეისათვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლო განხეთქილების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც კოალიციაში შემავალი პარტიების უმრავლესობამ ცესკოში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. თავად პარტიები ამტკიცებენ, რომ ეს მათ საარჩევნო კომისიებში მეტი ადგილების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.

„ბოლო პერიოდში დაიწყო ფეიქ-ნიუსების ზღვა შეტევა ჩვენს გაერთიანებასთან მიმართებაში და ეს ყველაფერი იგეგმება „ქართული ოცნების“ შტაბში. ამას აქვს თავისი მიზეზი. მათივე კვლევებით, ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის — „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი ლიდერობს აბსოლუტურად ყველა კვლევაში და უსწრებს ყველა კონკურენტს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან სახიფათოა და აქედან გამომდინარე, ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ლიდერმა პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ნიკა მაჭუტაძემ „ძალა ერთობაშიას“ განცხადება წაიკითხა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” ყალიბდება ერთიან პოლიტიკურ და საარჩევნო კოალიციად“, — განაცხადა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, კოალიცია აპირებს მონაწილეობის მიღებას არამარტო საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარე წლის ოქტომბერში, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით, ამასთან პარტიული სიის კანდიდატების პირველი სამი ათეული პარიტეტის პრინციპის დაცვით დაკომპლექტდება.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო >>

ამ ეტაპზე კოალიციაში შედიან შემდეგი პარტიები: „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
ცესკომ ოფიციალურად წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა

ექსპერტების აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილეობის შემთხვევაში კარგი შანსები ექნებოდა. 2017 წელს ადგილობრივ არჩევნებზე მან მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დაუთმო. ამ არჩევნებში ეს პარტია მონაწილეობას არ იღებს.

ოპოზიციური ძალების მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანების იდეა ეკუთვნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სულისჩამდგმელია. სწორედ სააკაშვილთან ურთიერთობის შემდეგ ზემოაღნიშნულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება გადაწყვიტეს. 

აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 24% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, ხოლო 15%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


ყველა ახალი ამბავი
0