იმერეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© National Agency For Cultural Heritage Preservation Georgiaწევას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
წევას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაძრის შენობა განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკას და ნაგებობა გადახურულია თუნუქით.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას 2018 წლის 3 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტაძრის შენობა განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  თავდაპირველად ეკლესია წარმოადგენდა თლილი ქვის დარბაზულ ნაგებობას, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები, აღმოსავლეთ ფასადიდან ირკვევა, რომ დარბაზულ ტაძარს მკვეთრად აზიდული პროპორციები ჰქონდა.

ეკლესიას ამშვენებს თაღოვანი ფორმები. აღმოსავლეთ ფასადი გამოირჩევა სისადავით, მასზე მხოლოდ ერთი ოთხკუთხა სარკმელია განთავსებული.

„სამრეკლოს გადახურვა ეყდნობა ოთხ კვადრატულ ბურჯს. აღსანიშნავია, ერთიან სწორკუთხედში მოქცეული ჩრდილოეთ კარი, რომელიც განსაკუთრებულადაა მორთული-კარის ორივე მხრიდან წყვილი ლილვებით გამოყვანილია პილასტრი, რომლის იმპოსტებზეც დაყრდნობილი თაღი კარის ზემოდან ქმნის ტიმპანს, ტიმპანში კი განთავსებულია გამშვენებული ჯვრის რელიეფი, რომელიც სამი სახის ორნამენტითაა მოჩარჩოებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

ნაგებობა გადახურულია თუნუქით. კამარაზე განთავსებულია საუფლო დღესასწაულთა სცენები: „ხარება“, „შობა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“,„უფლის ამაღლება“.

ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები.

 

ყველა ახალი ამბავი
0