მიშა ფეიქრიშვილი: სოფელ ცედანში ხანძრის სრულად ლოკალიზება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება

© FB / Misha Peikrishviliმიშა ფეიქრიშვილი
მიშა ფეიქრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცედანის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრის შესახებ საუბრობს.
მიშა ფეიქრიშვილი: სოფელ ცედანში ხანძრის სრულად ლოკალიზება სავარაუდოდ დღეს მოხდება

„დამწვარია 10 ჰექტარი ტყე. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ, ასევე პროცესში ჩართულია ვერტმფრენი“, - აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხანძრის სრულად ლოკალიზება დღეს მოხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0